სერვისის დეტალები
იატაკის სამუშაოები (სტიაჟკა, ლამინატი)

მყარი და იდეალურად სწორი იატაკი ლამაზი ინტერიერის საფუძველია.
- რას ვაკეთებ: ვასხამ მოჭიმულ იატაკს (ე.წ. „სტიაჟკას“) და ვასწორებ ზედაპირს. საჭიროების შემთხვევაში ვაკეთებ თბოიზოლაციას, ამის შემდეგ კი დიდი სიზუსტით ვაგებ ლამინატს ან კაფელს.
- პარკეტი: ყველა ტიპის პარკეტს, მათ შორის მხატვრულს, ჩემი გუნდის პარკეტის ოსტატები აგებენ - დაწვრილებით იხილეთ პარკეტის დაგების გვერდზე.
ამ სერვისით შესრულებული პროექტები
ხშირი კითხვები
რა არის სტიაჟკა და რატომ არის საჭირო?
სტიაჟკა არის იატაკზე დასხმული მოჭიმული ფენა, რომელიც ზედაპირს ასწორებს. ლამინატი, პარკეტი თუ ფილა სწორ სტიაჟკაზე უკეთ ეგება და დიდხანს ძლებს.
რომელი სჯობს - ლამინატი თუ პარკეტი?
ლამინატი უფრო ხელმისაწვდომია და ცვეთას კარგად უძლებს, პარკეტი კი ნატურალური ხეა და უფრო თბილ იერს ქმნის. არჩევანში დაგეხმარებით ბიუჯეტისა და ოთახის დანიშნულების მიხედვით.
გეგმავთ მსგავს სამუშაოს?
მომწერეთ ან დამირეკეთ - ობიექტს ვნახავ, სამუშაოს შევაფასებ და ზუსტ ფასს გეტყვით.
დამიკავშირდით



