სერვისის დეტალები

ელექტროობა და განათება

ელექტროობა და განათება

სწორად შერჩეული და დამონტაჟებული განათება სახლის განწყობას ქმნის. ვზრუნავ, რომ ელექტროგაყვანილობა იყოს სრულიად უსაფრთხო, განათება კი - ლამაზი.

  • რას ვაკეთებ: ვაკეთებ სრულ ელექტროგაყვანილობას და ვამონტაჟებ ელექტროფარს, შემდეგ კი - ყველა სახის სანათს, ჩამრთველსა და როზეტს, ასევე თანამედროვე LED განათებას, ზუსტად იმ წერტილებში, რომლებიც დაგეგმარების ეტაპზე შევათანხმეთ.

ამ სერვისით შესრულებული პროექტები

ხშირი კითხვები

ძველი ელექტროგაყვანილობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს?

თუ ბინაში ძველი, ალუმინის გაყვანილობაა, გირჩევთ სრულად შეცვლას: ის თანამედროვე ტექნიკის დატვირთვას ვერ უძლებს და ხანძრის საფრთხეს ქმნის. დათვალიერებისას გაყვანილობის მდგომარეობას ვამოწმებ და გეტყვით, რა არის საჭირო.

როდის ვგეგმავთ როზეტებისა და განათების ადგილებს?

სამუშაოს დაწყებამდე, ავეჯისა და ტექნიკის განლაგების მიხედვით. გაყვანილობას ზუსტად შეთანხმებულ წერტილებში ვაკეთებ, რომ შემდეგ კედლის ხელახლა გახსნა არ დაგჭირდეთ.

გეგმავთ მსგავს სამუშაოს?

მომწერეთ ან დამირეკეთ - ობიექტს ვნახავ, სამუშაოს შევაფასებ და ზუსტ ფასს გეტყვით.

დამიკავშირდით